საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 402 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 95 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 4.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.