საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ფილიპი აცხადებს, რომ ქვეყანა კიდევ დიდხანს ვერ დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.
"იმის წარმოდგენა, რომ სიტუაცია გამოსწორდება, შეცდომა იქნება", - თქვა პრემიერ მინისტრმა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, საფრანგეთმა გადაიარა ეპიდემიის პიკი მაგრამ ქვეყანა ჯერ ნორმალურ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება, ვიდრე ვაქცინა და მედიკამნეტი არ იქნება.
საფრანგეთმა შეაჩერა ყველა ბიზნესის საქმიანობა 11 მაისამდე.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 11 მაისის შემდეგ, ქვეყანა ახალ ეტაპზე გადავა, რაც ემყარება 3 მთავარ პრინციპს: სოციალური დისტანცირება, მასიური ტესტირება და იმ პირთა იზოლაცია, რომელთაც დაუდასტურდებათ კორონავირუსი.
მან აღნიშნა, რომ სკოლები 11 მაისის ყველგან არ გაიხსნება და ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი განსხვავებულად იმუშავებენ.