ესპანეთში კორონავირუსით 30 ათასზე მეტი მედიკოსი დაინფიცირდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისი მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 31 053 მედიკოსს დაუდინდა, გარდაიცვალა 34.
ესპანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 852 პაციენტი, 200 210 ადამიანი დაინფიცირდა.
ესპანეთი ამ დროისათვის მსოფლიოში მსხვერპლთა რაოდენობით აშშ-სა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზეა, ინფიცირებულთა რაოდენობით კი მეორე ადგილზე აშშ-ის შემდეგ.