შეერთებულ შტატებში, გასულ 24 საათში კორონავირუსით, თითქმის 2 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. რეგისტრირებულია ინფიცირების 26 889 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ერთ დღეში COVID-19-ით 1997 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 40 600-ს შეადგენს. დაავადებულთა რაოდენობა უკვე 759 ათასს აჭარბებს. გამოჯანმრთელდა 70 ათასზე მეტი პაციენტი.
წინა 24 საათში შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 1800-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, დაფიქსირდა COVID-19-ის 34 ათასი ახალი შემთხვევა.