საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 399-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 399 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 93 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 4
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.