რწმენა ქვაკუთხედია ჩვენი არსობისა და განსაზღვრავს ჩვენი აზროვნებისა და ცხოვრების წესს იგი ღვთით უნდა მოგვეცეს და მოგვეცემა კიდეც, თუ მოვინდომებთ და ვიღვაწებთ“, - წერია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 2020 წლის სააღდგომო ესპიტოლეში.
"შევნიშნავთ იმასაც, რომ არ არის სწორი, მორწმუნე ნაწილმა ურწმუნონი (ან მცირედმორწუნენი) დაადანაშაულოს და პირიქით. რწმენას უდიდესი ძალა აქვს და სულ სხვა შესაძლებლობებს ავლენს ადამიანში; გავიხსენოთ სახარება, როდესაც გალილეის ზღვაზე იესო გამოეცხადა მოციქულებს, უფლის მოწოდებაზე,- მასთან მისულიყო, პეტრეს ისეთი რწმენა დაეუფლა, რომ წყალზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა, მაგრამ როგორც კი ეჭვი შეეპარა თავის შესაძლებლობებში და შეშინდა, მაშინვე დანთქმა დაიწყო, თუმცა, თხოვნის გამო, უფალმა იგი ისევ შეიწყალა და რწმენაში გააძლიერა. გავიხსენოთ ისიც, განკურნების მთხოვნელს უფალი ეკითხება: სწამს თუ არა, რომ შესაძლებელია იმის აღსრულება ღვთისგან, რასაც ითხოვს და როცა იღებს დადებით პასუხს, დასძენს: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“. ამიტომაც გვარიგებს მოციქული: „ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“ (მთ. 21,22).
მთელი წმინდა წერილი რწმენაზეა დაფუძნებული და აქ აღწერილი ამბებიც ურწმუნოებაზე რწმენის გამარჯვებას გვამცნობს, ოღონდ „ქრისტეში ძალა აქვს სიყვარულით მოქმედ რწმენს“ (გალატ.5,6); და მკვდარია რწმენა საქმეთა გარეშე ისევე, როგორც სხეული სულის გარეშე (იაკ. 2,26).
ჩვენ ღირსებით უნდა ვიდგეთ რწმენაში, სიყვარულსა და მშვიდობაში გონიერებით“ (I ტიმ.2.,15) და ვეცადოთ, შევინარჩუნოთ „სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ (ეფეს.4,3); ამასთან არ უნდა შევშინდეთ და „ყველაფერში ავიღოთ სარწმუნოების ფარი, რითაც შევძლებთ ბოროტების გახურებულ ისართა დაშრეტას“ (ეფეს.6,16) „სარწუნოების გარეშე კი შეუძლებელია ღმერთს სათნო ვეყოთ“ (ებრ.11,6)“, - წერია ეპიტოლეში.