საქართველოში კორონავირუსის გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
გარდაცვლილი 74 წლის ქალია. ის ბათუმის კლინიკაში 8 აპრილიდან მკურნალობდა.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 388 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 86 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 4
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 519.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.