გასულ 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 565-ით გაიზარდა და 20 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 191 726 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 74 797 პაციენტი.
უკვე ზედიზედ 26-ე დღეა მკაცრი კარანტინის მიუხედავად, ესპანეთში მსხვერპლთა რაოდენობა დღეში 500-ზე ქვემოთ არ ჩამოდის.
ამ დროისათვის ესპანეთი მსხვერპლთა რაოდენობით აშშ-სა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზეა, ხოლო მეორე ადგილზე ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ის შემდეგ. ამასთან ესპანეთში მსოფლიოს ერთ მლნ მოსახლეობაზე ყველაზე მეტი მსხვერპლი მოდის.