საქართველოს ურჩი ეკლესია კარანტინის მიუხედავად მრევლს აღდგომის დღესასწაულზე უმასპინძლებს - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ტელეკომპანია CNN-ი.
"ერთი შეხედვით, საქართველო წარმატებით უმკლავდებოდა კორონავირუსის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლას. პარასკევის მდგომარეობის, ქვეყანაში სულ რაღაც 370 შემთხვევაა დადასტურებული.
მაგრამ ახლა საქართველო სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. კვირას აღდგომას ზეიმობენ აღმოსავლეთის ქრისტიანული კალენდრით, ხოლო გავლენიანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გეგმავს დიდი დღესასწაულების აღსრულებას, რაზეც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ დროულად დაიწყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა. მთავრობამ სკოლები ჯერ კიდევ 29 თებერვალს დახურა, როდესაც ქვეყანას კორონავირუსის მხოლოდ 3 შემთხვევა ჰქონდა.
პირველივე დღიდან გამოსიმოდა მოწოდებები ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სოციალური დისტანცირების დაცვს აუცილებლობის შესახებ. პარასკევს კი ძალაში შევიდა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა.
მიუხედავად, ამისა საქართველოს ეკლესიამ უარი თქვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების მოწოდებაზე, სახლში დარჩენის შესახებ. ეკლესიები საქართველოს მასშტაბით ღიად დარჩნენ და აგრძელებენ ცერემონიების ჩატარებას, რაც ექსპერტების აზრით, შეიძლება დამანგრეველი იყოს.
გასულ კვირას ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთელი ქვეყნის ეკლესიებში, რათა აღენიშნათ ბზობა მართლმადიდებლური კალენდრით. მომლოცველები აშკარად არღვევდნენ ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.
აღდგომის ხალხმრავლობის ფონზე აღნიშვნამ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებას შესაძლოა საფრთხეს შეუქმნას", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის სრულად ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.