საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 385-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 385 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 84 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 519.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.