მეუფე იაკობს ვთხოვ, მეტად მორიდებული იყოს, როდესაც ასაკით უფროს ადამიანს ელაპარაკება. ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბოდბელი მთავარეპისკოპოსის იაკობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ ბოდიში უნდა მოიხადონ.
"წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება, განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ელაპარაკება და ესაუბრება. ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როცა მე საპატრიარქოში ვიყავი, იცის მან, რაზეც ვისაუბრე იქ, მე ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მათთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან", - თქვა გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში.
მანამდე ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს პაატა იმნაძეს, გამაფრთხილებელი განცხადებების გამო, ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.