საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 370 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 77 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.