საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 340-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 336 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 76 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.