აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 30 985-ს მიაღწია. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში დაიღუპა 2 494 ადაიანი. COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა 639 ათასს აღემატება.
ამ დროისათვის აშშ მსოფლიოში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა.
მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსის გავრცელების პიკმა გადაიარა. მან არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში საკარანტინო შეზღუდვები 1 მაისამდე მოიხსნება.