ფრანგული ავიამზიდის "შარლ დე გოლის" ეკიპაჟის მესამედი კორონავირუსითაა ინფიცირებული. იუწყება საფრანგეთის საზღვაო ფლოტის წარმომადგენლობა.
გავრცელებული ცნობით, ავიამზიდის ეკიპაჟის 2 000 წევრიდან კორონავირუსი 668-ს დაუდასტურდა.
ავიამზიდი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ატლანტის ოკეანეაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებიდან და ახლა საფრანგეთის საპორტო ქალაქ ტულონის ნავსადგურში იმყოფება.
ეკიპაჟის 20 წევრი უკვე საავადმყოფოში მოათავსეს, მათგან ერთ-ერთი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
იუწყებიან, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან ეკიპაჟის 30%-ის ტესტირების პასუხი ჯერ არ არის ცნობილი. პარალელურად მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს კვლევა. ავიამზიდზე კარანტინია გამოცხადებული.
საფრანგეთში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებით 17 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ამ თვის დასაწყისში გავრცელდა ცნობა, რომ ამერიკული ავიამზიდის "თეოდორ რუზველტის" ეკიპაჟის 600-მდე წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა.