მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დახუროს ეკლესიები და დაცული იყოს სოციალური დისტანცია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით. ამის შესახებ პრემიერ-მინიტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმებისა და სოციალური დისტანციის განუხრელ დაცვას.
"დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორ მეტრიანი სოციალური დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები", - დასძინა ირაკლი ჩიქოვანმა.