რეკომენდაციები თუ არ გავითავისეთ, შეიძლება დრამატულად განვითარდეს მდგომარეობა, თანაც ისე, რომ ვეღარ მოახერხოს ჯანდაცვის სისტემამ ამ პაციენტების მოვლა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
"ჩვენ ახლა შევდივართ პიკურ ფაზაში. საბედნიეროდ, ძალიან კარგად შევასრულეთ შეკავების პროცესი და ჯერჯერობით არ გვაქვს დრამატული შედეგები, მაგრამ თუ მოსახლეობამ ვერ გაითავისა ის რეკომენდაციები, რაც ახლა არის მოწოდებული, ნამდვილად შეიძლება განვითარდეს დრამატულად მდგომარეობა თანაც ისე, რომ ვეღარ მოახერხოს ჯანდაცვის სისტემამ ამ პაციენტების მოვლა... თუ დაავადება უმართავი გახდა და დიდი რაოდენობით მოხდა დაინფიცირება, ვერც ჯანდაცვის სისტემა მოუვლის ამას. ახლა არის გადამწყვეტი ფაზა და ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლში, დავიცვათ დისტანცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა მარინა ენდელაძემ.