საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებგვერდის მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფირიცების 306 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან - 71 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.
სტატისტიკაში ცალკე აღირიცხება ის პაციენტები, რომლებიც საქართველოში სამკურნალოდ უცხოეთიდან უკვე ინიფიცრებულები გადმოიყვანეს. ასეთი პაციენტების რაოდენობაა - 3.