73 წლის თელაველ მიშა ყარაულაშვილს, რომელიც ბზობის დღესასწაულზე ტიტების გაყიდვისთვის დააჯარიმეს, მოქალაქეებმა 10 000 ლარი შეუგროვეს.
მიშა ყარაულაშვილი 3 000 ლარით დაჯარიმდა.
როგორც "რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში აცხადებდა, მან ტიტების გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახის წევრისთვის წამლის საყიდლად ფული აღარ ჰქონდა.
სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში "დავეხმაროთ მოხუცებს", მოქალაქეებმა მიშა ყარაულაშვილს 10 000 ლარზე მეტი შეუგროვეს.