ბრაზილიაში კორონავირუსისგან 99 წლის კაცი გამოჯანმრთელდა. იუწყება ადგილობრივი მედია.
მედიის ცნობით, 99 წლის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ერმანდო პივეტა სამედიცინო პერსონალმა ჰოსპიტალიდან ტაშითა და შეძახილებით გააცილა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 25 684 შემთხვევაა აღრიცხული. 1 552 ადამიანი გარდაიცვალა, 14 026 პაციენტი გამოჯანმრთელდა.