მსოფლიოში კორონავირუსისგან 500 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვეგბგვერდზეა გამოქვეყნებული.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 500 717-ს შეადგენს.
სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 1 996 681 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 127 590 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 3 გარდაიცვალა.