ევროპულ სოლიდარობას ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, კორონავვირუსმა ევროკავშირის ყველა ქვეყანას დარტყმა მიაყენა, თუმცა განსაკუთრებული ზიანის ქვეშ ესპანეთი და იტალია აღმოჩნდნენ.
მისივე განცხადებით, ევროპული სოლიდარობის ფარგლებში, კორონავირუსის პანდემიის გასამკლავებლად რიგი ღონისძიებები განხორციელდება,
"დანია იტალიაში ხელოვნური სუნთქვის აპარატებს და მობილურ კლინიკებს გააგზავნის. ასევე ჩვენ ვქმნით, ხელოვნური სუნთქვის აპარატების სტრატეგიულ რეზერვებს. მიმდინარეობს პირველი 150 ხელოვნური სუნთქვის აპარატის წარმოება, რომელიც ევოკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება და უახლოეს მომავალში განაწილდება. ჩვენ ასევე ვყიდულობთ სხვა სამედიცინო აჭურვილობეეს, მაგალითად, სამედიცინო ნიღბებს. ევროპელი ექიმები და ექთნები ნორვეგიიდან და რუმინეთიდან მიემგზავრებიან იტალიაში, რათა დახმარება აღმოუჩინონ სამედიცინო პერსონალს", - თქვა ურსულ ფონ დერ ლაიენმა.
"ამ უპრეცენდენტო კრიზისში ჩვენ მტკიცე ერთობას ვინარჩუნებთ", - დასძინა მან.