ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიხურება, - ამის შესახებ "პირველ არხს" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დაიკეტება ყველა სასაფლაო - 13 ქუთაისში და სამი ზესტაფონში.
"ქუთაისში დაგეგმილია ყველა სასაფლაოს დაკეტვა - 13 სასაფლაო, ასევე ქალაქ ზესტაფონში - სამი. ამ სასაფლაოებზე ყველა მისასვლელი გზა იქნება გადაკეტილი რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დღეებში დავაზუსტებთ, რამდენი დღით დაიკეტება და ზუსტად ეცნობება მოსახლეობას, როდიდან დაწესდება ეს შეზღუდვები", – განაცხადა შალამბერიძემ.