მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით მსოფლიოში Covid-19-ით დაავადებულია 2 000 984 ადამიანი.
გარდაცვლილია 128 071, ხოლო გამოჯანმრთელებულია 500 996 პაციენტი.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 306-ს მიაღწია. გამოჯანმრელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა 3 პაციენტი.