რასაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში ვუფრთხით, ეს არის ჩვენი პერსონალის რაოდენობა,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.
მისი თქმით, აქ საუბარი არ არის, მათ კვალიფიკაციაზე, არამედ, საუბარია მხოლოდ რიცხვებზე, "თუ რა რაოდენობის პერსონალი გვყავს ჩვენ".
"სწორედ აქ გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი დრამა და ხარვეზი, რომელიც არის მოცემულობა და ფაქტი, რასაც ჩვენ ვერანაირი თანხების ოპტიმიზაციით ვერ შევცვლით, რადგან ამას სჭირდება წლები. ჩვენ დღეს გვყავს საქართველოში 488 ფიზიკური პირი რეანიმატოლოგი, რაც იმას ნიშნავს, თუ ჩვენ დავიცავდით, რომელიმე ევროპის ქვეყნის სტანდარტს, ჩვენ მივიღებდით, რომ ამ რეანიმატოლოგებს შეუძლაით, თავიანთი ადამიანი რესურსი გადაანაწილება მხოლოდ 1200 საწოლზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დღიურ რეჟიმში შეუძლიათ მოუარონ მხოლოდ 1200 პაციენტს.
ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა Covid-ინფექციისა, ჩვენ ვართ ადამიანები და გვაქვს სხვა თანმხლები დაავადებები, რომელსაც ასევე ხშირ შემთხვევაში ესაჭიროება ამ პროფილის ექიმების ჩართულობა.
არც ინფექციონისტების რიცხვით არა ვართ განებივრებული. გვყავს სულ 256 ინფექციონისტი, რომლებსაც 853 ინფექციური პაციენტისთვის შეუძლიათ მოვლა.
როდესაც ამ რიცხვებს აანალიზებ, მაშინ ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გადადგა მკაცრი ნაბიჯები, მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ხშირ შემთხვევაში იმსახურებს კრიტიკას", - განაცხადა ტიკარაძემ.