საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 306-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 306 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 68 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.