თუ მოვადუნეთ სოციალური დისტანცირება მაისის პირველ დეკადაში რამოდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მომავალი ორი-სამი კვირა განსაკუთრებით მძიმე იქნება და ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ.
"ძალიან ბევრ ინსტიტუტს და საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს სხვადასხვა მოდელირების მეთოდი. არც ერთ ქვეყანაში ერთი ერთზე არ ემთხვევა, ჩვენ ბევრი გავაანალიზეთ და მათ შორის ერთ-ერთზე შევჩერდით, რომლის მიხედვითაც, თუ ჩვენ დღეს მოვადუნეთ სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამოდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში", - თქვა ამირან გამყრელიძემ.