დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ისევ ბევრი მანქანა დადის, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, რაც დაუშვებელია.
მისი თქმით, მომავალი 2-3 კვირა ძალიან მძიმე იქნება.
"ერთი წუთი მოდუნებისა და დამშვიდების უფლება არ გვაქვს. ვატყობ, რომ გუშინ, გუშინწინ დავინახე ისევ ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. რადგან, 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად. ამის ნიშანი გუშინ გვქონდა", - თქვა ამირან გამყრელიძემ.