იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 675 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლია. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეისათვის გვყავს ინფიცირებული 104 291 ადამიანი, ერთ დღე-ღამეში მათი რაოდენობა 675-ით გაიზარდა", - განაცხადა ბორელიმ.
წინა დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში ინფიცირების 1 363 შემთხვევა გამოვლინდა. სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის სტატისტიკის თანახმად, 10 მარტს იტალიაში 529 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ანტირეკორდი კი უკვე 21 მარტს დაფიქსირდა, როდესაც პიკმა 4 821 შეადგინა.
ბორელის თქმით, იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 162 400-ს შეადგენს. დაღუპულთა რაოდენობამ კი 20 ათასს გადააჭარბა.