შეზღუდვები არის უზარმაზარი დისკომფორტის მონტანი, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე ჩვენი შემოსავლებისთვის, აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
მისი თქმით, მოქალაქეები ამ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მეიკიდნონ და რაც უფრო ზუსტად შესრულდება დაწესებული ამ შეზღუდვები, მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი იმ შემსუბუქების გეგმის განხორციელება.
„მე მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უზარმაზარი დისკომფორტის მონტანი, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე ჩვენი შემოსავლებისთვის, ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის, კომპანიებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის, მაგრამ ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ და თითოეული ჩვენგანი ამას უზარმაზარი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ეს არ არის პერსონალური პასუხისმგებლობა ჩვენს მიმართ, ეს არის პასუხისმგებლობა იმ სოციუმის მიმართ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, , - განაცხადა გიორგი გახარიამ.