დიდი ალბათობით სასაფლაოებზე შესვლაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. შესაძლოა, იძულებული გავხდეთ და განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, აღნიშნული შეზღუდვის დაწესება დამოკიდებული იქნება კორონავირუსის გავრცელების დინამიკაზე.
"ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების იმ დინამიკასთან, რომელიც იქნება. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ უახლოესი ერთი ორი დღის განმავლობაში და წინასწარ, რა თქმა უნდა, ადამიანებს გავაფრთხილებთ", - თქვა გიორგი გახარიამ.