სურსათისა და ჰიგიენის საშუალებების ნაკრების დარიგება დღეიდან დაიწყო.
1050 დევნილ ოჯახს, რომელიც ამ ეტაპზე დახმარების მიმღებთა კატეგორიაში მოხვდა სურსათსა და ჰიგიენურ საშუალებებს ადგილზე მიუტანენ.
ამ ეტაპზე, დახმარებას მიიღებენ დევნილი ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა და ამასთან ერთად არიან:
მრავალშვილიანი ოჯახები;
მარტოხელა მშობლები;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ;
ონკოლოგიური ავადმყოფები.