ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ჭიათურაში, სოფელ ითხვისში ექვს აპრილს მეზობლის სამძიმარზე იმყოფებოდა.
გავრცელებული ცნობით, სოფელში ის თბილისიდან იყო ჩასული.
ის მხოლოდ სამძიმარზე იმყოფებოდა და სარიტუალო სუფრას არ დასწრებია. მას შეხება ჰქონდა მეზობლებთან, თუმცა კონტაქტების რაოდენობა ბევრი არ არის.
მამაკაცს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა, ის თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. დაინფიცირების წყარო უცნობია. სწრაფი ტესტით შეამოწმეს მისი ოჯახის წევრიც, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და გამოვლენილია კონტაქტები.