ბელგიაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსისგან გარდაცვალების 262 შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღდან დაიღუპა 4157 პაციენტი. ნათქვამია ბელგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს კრიზისული ცენტრის განცხადებაში.
ბოლო 24 საათში, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 530 ახალი შემთხვევა.
COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტთა საერთო რაოდენობაა 31 119.