სერბეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ხელისუფლებას აღდგომის დღესასწაულზე კომენდანტის საათის გაუქმების წინადადებით მიმართა. ამის შესახებ სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის განცხადებაშია ნათქვამი.
"სინოდმა სერბეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მიმართა წინადადებითა და თხოვნით, რომ აღდგომის დღესასწაულზე, კოროვირუსის პანდემიის გამო მოქალაქეების გადაადგილების აკრძალვა 05.00 საათიდან 10.00 საათამდე გააუქმოს, რათა მორწმუნეებმა, რომლებიც იზოლაციაში არ იმყოფებიან, მიიღონ ზიარება და დაესწრონ სადღესასწაულო ლიტურგიას", - ნათქვამია განცხადებაში.
სერბეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოროვირუსით დაიღუპა 85 ადამიანი, დაფიქსირდა 4 ათასზე მეტი ინფიცირებული.