შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.
"ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.