კორონავირუსით საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელი დაინფიცირდა. ინფორმაცია მედიას საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.
დაცვის თანამშრომელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცია. ის საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს.