საქართველოში COVID-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე.
ამ დროისათვის გაჯანმრთელებულთა რაოდენობა 69-ს შეადგენს.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 296 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 69 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 434.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.