იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 20 ათასს გადაააჭარბა. გასულ 24 საათში 566 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ ბრიფინგზე განაცხადა.
ექვსდღიანი კლების შემდეგ პირველად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა საავდმყოფოეში. კლინიკებში მათი რაოდენობა 73-ით გაიზარდა. საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით სულ ჰოსპიტალიზირებულია 28 023 ადამიანი. ამასთან, უკვე მეორე კვირაა სტაბილურად მცირდება ინტენსიური თერაპიის პალატებში პაციენტთა რაოდენობა.
ბორელის თქმით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 159 500-ს შეადგენს.