მსოფლიოში კორონავირუსის "სრულად შეფერხება" მხოლოდ მის საწინააღმდეგო ეფექტურ ვაქცინას შეუძლია, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა.
"კორონავირუსის გავრცელების სრულად შეფერხებისთვის, მხოლოდ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება და გამოყენებაა გამოსავალი", - თქვა მან ორშაბათს 13 აპრილს, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
ღებრეიესუსი ასევე შეეხო კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას და კიდევ ერთხელ მოუწოდა სახელმწიფოებს, სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს სტრატეგიას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შეზღუდვების შემსუბუქებას ან მოხსნას გეგმავენ.