თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა, -ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით განკურნებულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა.
„ჩვენთან არის უკვე გამოჯანმრთელების 45-ე შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით იქნება 68 გაჯანმრთელებული“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.