სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების დევნილებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი არ დასრულებულა. ამ ეტაპისთვის, საქართველოს მასშტაბით, საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი 6576-მა დევნილმა მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საკუთრების დამადასტურებელი სერთიფიკატები ეტაპობრივად გადაეცემათ. დანარჩენ ოჯახებს კი ფართის დაკანონების ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებიათ. პროცესი დღემდე გრძელდება.
თბილისში დაკანონების პროცესი 181 ობიექტზე მიმდინარეობს, რეგიონებში კი 127 ობიექტზე.
სამინისტრომ, დონორთა დახმარებით ყველა იმ საცხოვრებელი ფართის აზომვითი სამუშაოები განახორციელა, რომელიც დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ. 2009 წლის იანვრიდან ივნისამდე აიზომა და დოკუმენტები 436 956 კვ.მ. ფართზე მომზადდა. 1 ივნისიდან დღემდე კი - 12 933 კვ.მ. ფართზე
`იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა~ საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 28 მაისის #403 განკარგულებით დაამტკიცა. დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ასევე გრძელდება 243 კოლექტიური ცენტრისა და 42 შენობის რეაბილიტაცია - ჯამში 7292 ბინით.