ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, პრეპარატ "პლაქვენილის" 1 000-ზე მეტი კოლოფი უკვე შემოტანილია და დამატებით 3 000 კოლოფს ელოდებიან, რომელიც საცალო გაყიდვაში ჩაეშვება.
რაც შეეხება გარკვეული წამლების დეფიციტს, მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ტრანსპორტირება შეზღუდულია, გასაგებია ზოგიერთი წამლის დეფიციტი, თუმცა ალტერნატიული წამლები სააფთიაქო ქსელებში მაინც არსებობს.
"ვინაიდან შემოტანილია უკვე 1000-ზე მეტი კოლოფი „პლაქვენილი,“ რომელიც საჭიროებისამებრ დარიგდა შესაბამის დაწესებულებებში, ველოდებით დამატებით 3 000 კოლოფს, რომელიც უკვე საცალო გაყიდვებშიც ჩაეშვება. რაც შეეხება შემდეგ პროგრამა, ამ პროგრამას დეფიციტი არ აღენიშნება, თუმცა არის გარკვეული დეფიციტები, მაგრამ ესეც არ არის პრობლემა, რადგან გვაქვს ალტერნატივები ამ წალმლების. თქვენ იცით, რომ ახლა ტრანსპორტირების პრობლემაა, თუმცა უმოკლეს დროში მაინც გვექნება დამატებითი მარაგი" - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.