რუსეთში მკვეთრად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა.
COVID-19-ის მონიტორინგის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 588 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
წინა 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 186 ახალი შემთხვევა იყო აღრიცხული.
სულ რუსეთში ოფიციალურად კორონავირუსის 18 328 შემთხვევაა დადასტურებული. 148 ადამიანი გარდაიცვალა.