გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელდა. აცხადებს რობერტ კოხის ინსტიტუტი.
ორგანიზაციის ცნობით, ახლა გერმანიაში გამოჯანმრთელებული უფრო მეტია, ვიდრე ინფიცირების აქტიური შემთხვევები.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 537 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 127 854 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 64 300 ადამიანი.
შემთხვევების რაოდენობით, გერმანია მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, შეერთებული შტატების, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ.
ესპანეთში ინფიცირებული 166 831 ადამიანიდან 37% გამოჯანმრთელდა, იტალიაში ინფირირებული 156 363 ადამიანიდან 22% გამოჯანმრთელდა, ხოლო საფრანგეთში კი 21% 133 670 ადამიანიდან.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი დაბალია. ქვეყანაში გარდაცვალების 3 022 შემთხვევაა დაფიქსირებული.