მინდა, ქვეყანას ვაუწყო, რომ უმძიმესი პაციენტი, მარნეულის კლასტერიდან, გამოჯანმრთელებულია დაქალბატონი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას, - განაცხადა თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
მისი თქმით, კლინიკაში შეყვანისას, ქალის ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური.
„მინდა, სასიხარულო ინფორმაციით დავიწყო, იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომაროება ამ ეტაპისთვის არის დადებითი, მინდა, ქვეყანას ვაუწყო, რომ გამოჯანმრთელებულია, ქალბატონი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ქალბატონი არა თუ კრიტიკული, მისი ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ამ კლინიკის კედლებში ჩატარებული მკურნალობით, ქალბატონი გადარჩა და კორონავირუსის გარეშე ეწერება კლინიკიდან“ , – განაცხადა რატიანმა.