თურქეთიდან რეანომობილით კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე გადმოიყვანეს. მას COVID-19 თურქეთში დაუდასტურდა.
ამ შემთხვევის ჩათვლით, აჭარაში უკვე კორონავირუსით ინფიცირების 7 დადასტურებული ფაქტია.
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 410.