საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 54 მოქალაქე. დილის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 52 იყო.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4908 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 430.