ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,6 მლნს- გადააჭარბა.
ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსს მსოფლიოში უკვე 95 699 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 355 ათასზე მეტია.
საქართველოში დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 230 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 410.