საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ს მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 227 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4829 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 410.